Tuesday, July 5, 2016

1.   პროექტის  სახელწოდება: ფართობი
2.   პროექტის  მთავარი  იდეა  (თემა)  1-2  წინადადებით: აქტუალურია   პროექტზე   დაფუძნებული   სწავლა,  ეს   არის   მიდგომა,   რომელიც   საშუალებას   გვაძლევს   გავცდეთ   გაკვეთილის    ჩარჩოში    ჩასმულ  მასწავლებელზე   ორიენტირებულ   აქტივობებს   და   შევთავაზოთ    მოსწავლეებს    უფრო   გრძელვადიანი   სასწავლო   საქმიანობა,   რომელიც   რეალურ   ცხოვრებისეულ  საკითხებსა   და  პრობლემებს   ეხება.
3.   პროექტის  აქტუალობა:  პროექტი   აქტუალურია   იმით,   რომ   მოსწავლეები   ფართობის    გამოთვლას  პრაქტიკაში  გამოიყენებენ.
4.  პროექტის  მიზნები:   ზოგიერთი  სპეციალისტის  აზრით,მზის   შუქით   ოთახის   კარგი   განათების   მისაღწევად   ფანჯრების   ფართობი   (განათებულობის   ფართობი)  იატაკის   ფართობის   20%   უნდა   იყოს.  მოსწავლეების   მიზანია,  იპოვონ   საკლასო   ოთახებისა   და   ფანჯრების   ფართობები.   გაარკვიონ,   დაცულია   თუ   არა   ეს   თანაფარდობები   საკლასო   ოთახებში.
5.  მონაწილეთა  ასაკი:   13-14  წელი
6.  ვადები/ხანგრძლივობა:   ერთი   თვე
7.  მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:  მოსწავლეებს  განუვითარდებათ   თანამშრომლობითი  უნარი, კრიტიკული  აზროვნება,ურთიერთპატივისცემისა   და   მოსმენის  უნარი  და   ასევე დამოუკიდებლად   მუშაობის   უნარი.
8.  პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:თემის   მასალა,  ლიტერატურა,   სახაზავი,ფანქარი,   კალამი.
9.  პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  ჯგუფში  მოვალეობების  გადანაწილება,ვინ  არის   პასუხისმგებელი   კონკრეტული   საქმიანობის   შედეგებზე.  ვინ  არიან  შემსრულებლები,  ვინ   რას   და   როდის   აკეთებს.
10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:  კავშირი   მათემატიკასთან  და   ფიზიკასთან.
11. პროექტის  ხელმძღვანელი:  ეთერ  ბერიკიშვილი
12. ხელმძღვანელის   ელ.ფოსტა:eteriberikishvili@gmail.com
13. პროექტის   ვებ-გვერდი/ბლოგი:  eteriberikishvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment